ცნობილი მოდელის, ბელა ჰადიდის ინსტაგრამ პოსტს ხმაური მოჰყვა. ბელამ აეროპორტში ყოფნის დროს სურათი დადო, სადაც მისი ფეხი და საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების დროშები ჩანს. საზოგადოებამ მოდელის ეს საქციელი შეურაცხყოფად მიიღო და ბელას რასიზმში დასდო ბრალი.
ბელამ დატრიალებული აჯიოტაჟის გამო გადაწყვიტა საჯაროდ მოეხადა ბოდიში და განაცხადა, რომ მას საერთოდ არ შეუმჩნევია დროშები და ეს ერთგვარი დამთხვევა იყო. ის პოლიტიკაში არ ერევა და პატივს სცემს ყველა ეროვნების ადამიანს. მოდელმა აღნიშნული კომენტარი არაბულ ენაზეც დაწერა და პოსტიც გამოაქვეყვნა.