Swarovski-მ და იტალიურმა Vogue-მა წელს თავიანთი რჩეული 8 ბრენდი დაასახელეს, რომელთა შორისაც ქართველი დიზაინერებიც მოხვდნენ. MACH & MACH და გიორგი ქებურია მილანის მოდის კვირეულზე გაემგზავრნენ: Palazzo Morando მათ კოლექციას 21-23 სექტემბერს უმასპინძლებს. დილით, დიზაინერები ამერიკული "ვოგის" რედაქტორს ანა ვინტურს შეხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ Swarovski-მ თავის რჩეულ ბრენდთან, MACH & MACH-თან კოლაბორაციის შედეგად ბრწყინვალე კოსტიუმი შექმნა. ნინა და გვანცა მაჭარაშვილების კრისტალებით გაწყობილი სამოსი მილანის მოდის კვირეულის ფარგლებშია გამოფენილი.