ქართული ბრენდის MACH & MACH-ის დიზაინერები ნინა და გვანცა მაჭარაშვილები და გიორგი ქებურია ამერიკული Vogue-ს რედაქტორს ანა ვინტურს შეხვდნენ. Swarovski და იტალიური Vogue ახალბედა დიზაინერების აღმოჩენას აქტიურად განაგრძობენ. ამჯერად, მათ 8 ბრენდი აარჩიეს, რომელთა შორისაც George Keburia და Mach & Mach მოხვდნენ. შერჩეულ დიზაინერებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი კოლექციები მილანის მოდის კვირეულის განმავლობაში, Palazzo Morando-ში გამოეფინათ. 21-23 სექტემბერს პრესას და გულშემატკივრებს "ვოგის"მიერ გამოვლენილი ტალანტების სამოსის ხილვა და დიზაინერებთან შეხვედრა შეუძლიათ.
ანა ვინტური ცნობილია იმით, რომ ახალგაზრდა დიზაინერებს მუდამ მხარს უჭერს, გავლენიანი ქალბატონი შოურუმს ეწვია და ქართველ დიზაინერებსაც გაესაუბრა.