ჯიჯი ჰადიდის გამორჩეული ტემპერამენტი საშუალებას აძლევს მას კარგად გამოიყურებოდეს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც. სამკაულების სამყაროში ქალის ეს თვისება ყველაზე მეტად მიმზიდველია და ცნობილმა იუველირმა ვალერი მესიკამ ჯიჯი ჰადიდში ეს ნიჭი მარტივად დაინახა - ვალერიმ ჯიჯი ახალი კოლექციის შექმნაში დასახმარებლად მოიწვია, რის შედეგადაც ყოველდღიური და საღამოს სამკაულები შეიქმნა.
დიახ, სწორედ ჯიჯის ფანტაზიას მიანდეს Messika-ს მთავარი სიმბოლოს - ბრილიანტის სამკაულის შექმნა. სამკაულის მოტივები ოდნავ შეიცვალა: განსხვავებულია პროპორციები, სამკაულს გაუჩნდა უფრო მეტი კუთხე და ნაკლებად დახურულადაც იქცა. კოლექციაში არის საყურეები, ყელსაბამები, ბეჭდები და სამაჯურები. მიუხედავად ბრილიანტის თვლებისა სამკაულები საკმაოდ სადად გამოიყურება, ამიტომ რამდენიმე მათგანის ერთდროულად ტარება სულაც არ აქცევს ბრენდის მომხმარებლებს უგემოვნოებად.
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ცნობილმა მოდელმა Vogue Eyewear-თან ერთად ოპტიკური და მზის სათვალეების კოლექციაც შექმნა.