ბრენდმა Vogue Eyewear და სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა ოპტიკური და მზის სათვალეების საერთო კოლექცია გამოუშვეს. კოლაბორაცია 4 სათვალეს წარმოგვიდგენს, რომლებიც ერთდროულად სექსუალური და ელეგანტურია.
სათვალეების სტილი 90-იანების სტილს გვაგონებს, თუმცა უკანასკნელ ტენდენციებსაც ასახავს. თითოეული მოდელი რამდენიმე ფერშია წარმოდგენილი. ბრენდის მარკეტინგის მთავარი წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯიჯი საუკეთესო ელჩია, რადგანაც ზუსტად ასახავს ბრენდის მთავარ ღირებულებებს - არასტანდარტულ ხედვას სამყაროს მიმართ და საკუთარი ინდივიდუალურობის თამამ წარმოჩენას.