ნიუ-იორკში მოდის კვირეული დასასრულს მიუახლოვდა. როცა Michael Kors-ის ჩვენება დასრულდა და ბელა ჰადიდი ქუჩაში გამოვიდა, სიტუაცია ოდნავ დაიძაბა. ყველასთვის ნათელია, რომ დებ ჰადიდებს შენობის გამოსასვლელთან უამრავი პაპარაცი და გულშემატკივარი ელოდება. დაცვის წევრები ვარსკვლავს მასის შემოტევისგან იცავენ, მაგრამ ერთ-ერთმა მცველმა ძალაუფლებას გადააჭარბა და ქალს, რომელიც ფოტოებს იღებდა, ხელი უხეშად ჰკრა.
ბელამ ეს შეამჩნია. მოდელმა მცველს დაუყვირა და ქალისთვის ხელის გაშვება მოსთხოვა: "შეგიძლიათ არ შეეხოთ მას?"-ჰკითხა მან, შემდეგ კი ქალბატონს მიუბრუნდა და გაარკვია კარგად იყო თუ არა. მცველმა ყველანაირი ფიზიკური კონტაქტი უარყო: "მე მას არ ვეხებოდი", მაგრამ ბელა უმეორებდა, რომ არ შეხებოდა.