ნიუ-იორკში მოდის კვირეულის უკანასკნელი დღე მაიკლ კორსმა გახსნა. ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გამორჩეულად პასტელურ პალიტრას მოიცავს. თუ ნახევარი წლის წინ ნიუ-იორკის პოდიუმებზე საპროტესტო განწყობა სუფევდა, დღეს საოცარი სიმშვიდეა.
ტრადიციულად, დიზაინერი თავისი მუზების: კენდალ ჯენერის, ბელა ჰადიდის და ჯოან სმოლსის მეშვეობით არასდროს ემშვიდობება 70-იან წლებს. მან კარგად იცის, რომ მარადიულობა, სტაბილურობა და თანმიმდევრობა ის მთავარი ღირსებაა, რასაც კლიენტები აფასებენ. კლასიკურ გარდერობს ფართო შარვლებით, პერანგის სტილის კაბებით და მოცულობითი მოსაცმელებით ავსებს.
ჯოან სმოლსი
კენდალ ჯენერი
ბელა ჰადიდი
პოდიუმს მიღმა:
კენდალ ჯენერი და ბელა ჰადიდი