თანამედროვე სამეფო ოჯახების ცხოვრება მთელი მსოფლიოსთვისაა საინტერესო და მიმზიდველი. უკვე დავრწმუნდით, თუ როგორ შთააგონებს პრინცესა დაიანა მოდის შემქნელებს. ამ სეზონზე დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ კოლექცია დედოფალი ელიზაბეტის შთაგონებით შეექმნათ. ინგლისის გამორჩეული მონარქი ცხოვრების სტილით ბევრი ადამიანის საყვარელი პერსონაა.
ელიზაბეტის ჩაცმულობის სტილი ყოველთვის ფერადი და დახვეწილია, რის გამოც მუდამ აღტაცების საგანი ხდება. მანტოები, ქაშმირის ჯემპრები, ყველა ტონალობის კარდიგანი, კუბოკრული ქვედაბოლოები - დედოფალი ყოველთვის კონკრეტულ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას.
არც მოხერხებულ ტანისამოსზე ამბობს უარს და სეირნობისას თავსაფარი არსად არ რჩება.
დედოფალი 1945; Mulberry - Michel Kors 2017;
დედოფალი 1985; Stella McCartney - MSGM 2017
როგორც ნამდვილი ბრიტანელი, ყვავილოვანი პრინტით დამშვენებულ სამოსსაც ხშირად ირგებს.
Giambattista Valli, Cristopher Kane 2017, დედოფალი მალტაზე 1967.
და რა თქმა უნდა ოფიციალური სამოსი, რომელიც აუცილებლად ნათელ ფერებშია: ფუქსია, ღია მწვანე, ალისფერი.. ამ პალიტრას დედოფალი კლასიკური კოსტიუმებისთვის იყენებს. ყველაფერი ერთი ფერის!
Balenciaga-fendi 2017
Bottega Veneta-Valentino_Emilio Pucci 2017
დედოფალი 2016; Balenciaga-Christian Dior-Versace 2017