როგორც სჩანს, წლევანდელი შემოდგომის მთავარი ტენდეციები ლედი დაიანას გარდერობიდან იღებს სათავეს. დღეს, პრინცესას გარდაცვალებიდან 20 წელი გავიდა, მას შემდეგ დაიანას ხშირად იხსენებენ, რადგანაც ეს იყო პერსონა, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. განსაკუთრებით შთამაგონებელი ის მოდის ინდუსტრიისთვისაა, რადგანაც დაიანა მუდამ დახვეწილად და მოდურად გამოიყურებოდა.
მისი სტილი უბრალოებით გამოირჩეოდა, თუმცა იდეალურ შეხამებას ასახავდა. მამაკაცის კოსტიუმებსაც კი საუკეთესოდ ირგებდა. მოდის კრიტიკოსებმა მისი გარდერობი ზედმიწევნით შეისწავლეს და დარწმუნდნენ, რომ მისი სტილი მოდაში დღემდე ისახება. 20 წლის წინ ღირსეულად ატარებდა იმას, რაც დღეს მოდაში მკვიდრდება.
დაიანა ხშირად უხამებდა წითელ ფერს წითელს, უყვარდა კუბოკრული პრინტი, ატარებდა სპორტულ კოსტიუმს, კოვბოის ფეხსაცმელებს, ფართო მხრებიან ჟაკეტებს და აშ.
1988წ. - Max Mara 2017
წითელი წითელთან
1981 წ. - Stella Mccartney 2017
კუბოკრული
1993 წ. - "დიორი" 2017
კანადური სმოკინგი
1985 წ - Fenty x Puma 2017
სპორტული კოსტიუმი
1995 წ. - Fenty x Puma 2017
შორტები ველოსიპედისთვის
პრინცესას საუკეთესო მოდური მომენტები: