Victoria Secret-მა 2017 წლის შოუსთვის გოგონების რეკორდული რაოდენობა (60) დაამტკიცა. წლის ყველაზე დასამახსოვრებელ შოუზე ამჯერად ისტორიაში ყველაზე მეტი რაოდენობის ახალბედა მოდელი გაივლის. ბრენდის 14 ოფიციალურ ანგელოზთან ერთად, 60 გოგონას მიღმა ისეთი ვარსკვლავები დარჩნენ როგორებიც არიან დები ჰადიდები და კენდალ ჯენერი. ცოტა ხნის წინ, Victoria Secret-ის ნიუ-იორკის ოფისს ბელა ახალი ვარცხნილობით ეწვია და მოგვიანებით ინსტაგრამზე წლევანდელ შოუში მონაწილეობა დაადასტურა. ახლახანს იგივე ინფორმაცია ჯიჯიმაც გაავრცელა. სუპერმოდელი ოფისს პასტელური ფერის იმიჯით ეწვია, შემდეგ კი ინსტაგრამზე შარშანდელი შოუდან ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი ოცნება ახდა და წლევანდელ შოუში მონაწილეობა მისთვის უდიდესი პატივია.
2016 წელი: