Victoria Secret-მა 2017 წლის შოუსთვის 60 მოდელი გოგონა გამოავლინა. თუმცა, მათ რიგებში კენდალ ჯენერი, ბელა და ჯიჯი ჰადიდები არ მოხვედრილან. გულშემატკივრები ბრენდის ოფისთან მათ გამოჩენას მაინც მოუთმენლად ელიან. ჯერჯერობით, შოუში მონაწილეობა ბელა ჰადიდმა დაადასტურა, მან მანჰეტენზე საკუთარი სახლი დატოვა და Victoria Secret-ის ოფისს მიაშურა. ბელამ ჯინსსა და თეთრ ფერს მიანიჭა უპირატესობა, აქვე აღსანიშნავია, რომ მოდელს ახალი მოკლე ვარცხნილობა აქვს.