ცოტა ხნის წინ, ანჯელინა ჯოლის ახალი მასშტაბური ფოტოსესიის ფოტოები გავრცელდა. მსახიობი ცნობილი გამოცემის Vanity Fair-ის ახალი ნომრის გმირია. ანჯელინამ ახალ ინტერვიუში მის კარიერაზე, ბრედ პიტთან დაშორებაზე და ჯანმრთელობის პრობლემებზე ღიად ისაუბრა.
სრული ფოტოსესია ჟურნალის სექტემბრის ნომერში იქნება, ჯერჯერობით კი გამოცემამ ინტერნეტ პორტალზე ლამაზმანის 10 ვიზუალი შემოგვთავაზა. აღსანიშნავია, რომ მთავარ ფოტოზე, ჯოლის ქართველი დიზაინერის, ჯაბა დიასამიძის ქუდი ახურავს. ამის შესახებ ახალგაზრდა დიზაინერმა თავის ინსტაგრამ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, დიზაინერმა საკუთარი ქუდი აშშ-ში გაგზავნა, საიდანაც ამერიკული ჟურნალის სტილისტებისა და რედაქტორის თხოვნით, ანჯელინას ფოტოსესიაში გამოიყენეს.
ჯაბა დიასამიძე საკუთარ კარიერას წარმატებულად ავითარებს. თბილისში გამართულ უკანასკნელ მოდის კვირეულზე, Mercedes Benz Fashion Week-ზე საზოგადოება მიმზიდველი კაბებით მოხიბლა.