ანჯელინა ჯოლი ცნობილი გამოცემის Vanity Fair-ის ახალი ნომრის გმირია. წელს, ჟურნალმა GQ-მ ბრედ პიტის მომაჯადოებელი ფოტოსესია შემოგვთავაზა, როგორც ჩანს, ახლა ანჯელინას შესაფერისი პასუხის ჯერია.
მარტოხელა დედა, 6 შვილით, განშორების ტრავმას კვლავ ებრძვის. მსახიობი ბოლო თვეების განმავლობაში გაეროს საქველმოქმედო მისიებში აქტიურადაა ჩაბმული და კამბოჯაში ხალხის დასახმარებლად ხშირად დადის.
როგორც ირკვევა, წინა წელს, ბრედ პიტთან განშორებისას, მას სპეციფიკური დაავადების, Bell's Palsy-ის დიაგნოზი დაუსვეს, რომელსაც სახის კუნთების პარალიზების გამოწვევა შეუძლია.
„ხანდახან ქალებს ოჯახში უკანასკნელებს გააქვთ თავი, სანამ ჯანმრთელობაზე საფრთხე არ შეექმნებათ“
ემოციები:
„ბავშვობაში ძალიან ვდარდობდი დედაჩემზე. არ მინდა ჩემი შვილები ჩემზე დარდობდნენ. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია იტირო აბაზანაში და არა ბავშვების წინაშე. მათ უნდა იცოდნენ რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინაც კი თუ ამაში თავად დარწმუნებული არ ხარ.“
კინოინდუსტრია
ჯოლის მორიგ პროექტს ამ შემოდგომაზე, ტორონტოს კინოფესტივალზე აჩვენებენ. დოკუმენტური ფილმი კამბოჯაშია გადაღებული და გენოციდს აღწერს. ჯოლის უფროსი შვილი, მედოქსი ერთ-ერთ როლს ასრულებს მასში.
გაეროს მშვიდობის ელჩმა ბრედ პიტთან დაშორებაზეც ისაუბრა:
„ყველაფერი ცუდად მიდიოდა. არ მინდა შესაფერისი სიტყვის გამოყენება. ყველაფერი უბრალოდ ძალიან რთული გახდა.“
"ჩვენ ერთმანეთზე და ჩვენს ოჯახზე ვზრუნავთ და ორივე საერთო მიზნისთვის ვიღწვით."
მართლია გაყრის კონკრეტული მიზეზები არც მან დაასახელა, მაგრამ გარკვეული დეტალები გაამხილა:
„ჩვენი ცხოვრების სტილი ნეგატიური არ ყოფილა. ეს არის ის მშვენიერი შესაძლებლობა, რაც შეგვიძლია შვილებს მივცეთ. ისინი ექვსნი არიან, ძლიერები, გონიერები, მოაზროვნეები და ინდივიდუალური ადამიანები. ძალიან მეამაყებიან!“
მომავალი
„მინდა უბრალოდ მოვამზადო საუზმე და სახლს მივხედო. ესაა ჩემი მისწრაფება. შვილების თხოვნით, მზარეულობის კურსებს გავდივარ. როცა ვიძინებ სულ ვფიქრობ: „ვიყავი დღეს საუკეთესო დედა თუ უბრალოდ რიგითი დღე იყო?“