ცნობილმა დიზაინერმა მაიკლ კორსმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მათ ბრიტანული ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ცნობილი ხაზი Jimmy Choo შეიძინეს. ამისთვის კი კორსმა 1.2 მილიარდი ევრო გაიღო.
მალაიზიელი დიზაინერისა და ბრიტანული "ვოგის" ჟურნალისტის მიერ აღმოჩენილი ბრენდი Jimmy Choo უკვე 20 წელს ითვლის და მსოფლიო ყურადღების ქვეშ მაშინ აღმოჩნდა, როცა ერთ-ერთი დიზაინერი პრინცესა დაიანას პირადი ფეხსაცმელების შემქმნელი გახდა. Jimmy Choo ცნობილი გახადეს ისეთმა ლამაზმანებმა როგორებიც არიან მიშელ ობამა, ქეით მიდლტონი, კერი ბრედშაუ... და Jimmy Choo-ც მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრენდი გახდა. შარშან აპრილში კი საყოველთაო ფასდაკლება გამოაცხადეს.
Michael Kors კი 1981 წლიდან ცნობილია თავისი სპორტული თუ მდიდრული სამოსით. მათი დაინტერესება Jimmy Choo-ს მიმართ საკმაოდ დიდი იყო: " Jimmy Choo მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია თავისი გლამურულობითა და მოდური ფეხსაცმლით. კომპანია მოდური ტრენდების ლიდერია. მათი ინოვაციური დიზაინი და განსაკუთრებული ოსტატობა გლობალურ წარმატებას განაპირობებს. გვჯერა, რომ Jimmy Choo განვითარებას განაგრძობს და ჩვენი კომპანია მხარს დაუჭერს მას, რათა არ დაიკარგოს ის რაც უკვე 20 წელია შენდება!"-განაცხადა Michael Kors-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკლ კორსი მაღაზიების დახურვას აპირებს, როგორც სჩანს დიზაინერს სხვა განზრახვა ჰქონდა