Michael Kors-ის წარმომადგენლებმა გაასაჯაროეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ისინი მომავალი 2 წლის განმავლობაში Michael Kors-ის 100-ზე მეტ მაღაზიას დახურავენ. ეს გადაწყვეტილება კომპანიის მფლობელებმა ბოლო სეზონის შემდეგ მიიღეს, რადგან ბოლო კოლექციის გაყიდვა არცისე წარმატებული გამოდგა.
საერთო გაყიდვების რაოდენობა 11.2 პროცენტით დაეცა 2017 წლის დასაწყისში, თითოეული მაღაზიის გაყიდვების მაჩვენებელი კი 14.1 პროცენტით დაეცა.
კრიტიკოსების თქმით, Michael Kors-ის ბრენდს სჭირდება კოლექციების უფრო მეტად დახვეწა და ექსკლუზიური იერის დაბრუნება, რაც კომპანიას ისევ დააბრუნებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.