ცოტა ხნის წინ, კინოინდუსტრიაში ლიუკ ბესონის ფანტასტიკური ჟანრის ფილმის პრემიერა შედგა. VALERIAN AND THE CITY OF A THOUSAND PLANETS-ში რიანა, კარა დელევინი და ქლაივ ოუენი თამაშობენ. პირველ პრემიერაზე რიანამ Giambattista Valli-ს ვარდისფერი კაბით მთელი მსოფლიო აალაპრაკა. მომღერალმა არც მეორე ჯერზე დაინდო მაყურებელი და კვლავ Giambattista Valli-ს სექსუალური კაბა მოირგო. რიანამ გამომწვევი იმიჯით წითელ ხალიჩაზე ყველა დაჩრდილა.