ჰოლივუდის ერთ-ერთ ცნობილ თეატრში, ლიუკ ბესონის ფილმის "ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქის" გრანდიოზული პრემიერა ჩატარდა. ფილმი კოსმიურ სპეცაგენტებზე მოგვითხრობს, რომლებიც 2700 წელში ცხოვრობენ. ფრანგმა რეჟისორმა დრამაში ცნობილი ლამაზმანები აარჩია: რიანას, კარა დელევინსა და ემელინ ვალადს თავიანთი კოლეგები: კენდალ ჯენერი და პოპი დელევინი შეუერთდნენ.
რიანა წითელ ხალიჩაზე ზღაპრული იმიჯით გამოცხადდა. მას Giambattista Valli-ს ვარდისფერი კაბა და მანოლო ბლანიკის მდიდრული ფეხსაცმელი ემოსა.
კარა დელევინი კი ფუტურისტული იმიჯით გამოცხადდა. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილ მოდელსა და უკვე მსახიობს თმის მოკლედ შეჭრა მოუწია, ვარცხნილობის მეშვეობით თმას ქალური ელეგანტურობა შემატა.
კენდალ ჯენერი
ემელინ ვალადი
პოპი დელევინი