დონალდ ტრამპი და მელანია პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი ცოლის მოწვევით ჩავიდნენ. საფრანგეთის დედაქალაქში "ბასტილიის დღე" აღინიშნება. ჩასვლის დღეს, მელანია ტრამპმა ყველა გააოცა "დიორის" წითელი ფერის კაბით. ამჯერად, "ვალენტინოს მიმართა და მოდის კრიტიკოსების აზრით, კვლავ დაჩრდილა საფრანგეთის პირველი ლედი.
პროგრამის მთავარი ნაწილი ელისეის მინდვრებზე გამართული სამხედრო მარში გახდა. ტრიბუნის პირველ რიგში, მელანიამ თეთრ ყვავილოვანი პრინტით გაწყობილ კაბას ცისფერი ფართო ქამარი და ფეხსაცმელები შეუხამა. ბრიჯიტ მაკრონს კი თავისი ფავორიტი ბრენდის "ლუი ვიტონის" კაბა ეცვა.