მელანია და დონალდ ტრამპები საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ჩაფრინდნენ. ამერიკის პირველმა ლედიმ, თითქოს ფრანგული სტილით შთაგონებულმა, საოცრად გრაციოზულად დატოვა თვითმფრინავის ბორტი. ამ ეფექტის მოსახდენად კი "დიორის" წითელ სამოსს მიანიჭა უპირატესობა. წყვილმა ბასტილიის დღესთან დაკავშირებით ემანუელისა და ბრიჯიტ მაკრონებისგან მიიღო მიწვევა. ელეგანტურმა ვარცხნილობამ და მზის სათვალეებმა იმიჯს საბოლოო მომაჯადოებელი ელფერი შემატა.