იტალიურმა მოდის სახლმა "პრადამ" კანცელარიის ნივთი გამოუშვა და ონლაინ მაღაზიაში გასაყიდად განათავსა. ქაღალდის სამაგრებს ბრენდის სახელი აწერია და 185 $-ად იყიდება. ინტერნეტში ახალი აქსესუარის განხილვა არ წყდება. ტვიტერის მომხმარებლები ნივთს აშარჟებენ და ბრენდის დაცინვას არ ერიდებიან. ინტერნეტ გამოცემები ვარაუდობენ, რომ ნივთი ფულის კუპიურების შესაკვრელადაა შექმნილი, მათთვის ვინც თანხას ჯიბით ატარებს.
არსებობს მოსაზრებაც, რომ მოდის ცნობილი ბრენდები ცდილობენ ახალ ტენდეციებს აყვნენ. ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ არაადეკვატური ნივთების მოდაში შემოტანით მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა ბრენდ "იკეას" ჩანთებს უკავშირდება. საინტერესოა, მართლა ცდილობენ თუ არა ცნობილი ბრენდები vetements-სა და balenciaga-ს მიბაძვას. ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში უარყობით გამოხმაურებას აქვს ადგილი.