მას შემდეგ, რაც შვედურმა ჰიპერმარკეტმა Ikea-მ ირონიული ინსტრუქცია გამოაქვეყნა, თუ როგორ განვასხვავოთ მათი ჩანთა ძვირადღირებული Balenciaga-გან , ინსტაგრამზე ახალი ფლეშმობი დაიწყო. სოციალურ ქსელში მომხმარებლებმა სხვადასხვა ტანისამოსის ფოტოების ატვირთვა დაიწყეს, რომლებზეც Ikea-ს ლოგოტიპია დატანილი.
როგორც ჩანს, ლაკონური ყვითელი წარწერა ცისფერ ფონზე კარგად გამოიყურება როგორც ბიკინიზე, ისე ფეხსაცმელებსა და მაისურებზე. საზოგადოების გამოხმაურებაში დემნა გვასალიას ლოგომანიამ კვლავ პოპულარობის პიკს მიაღწია. აქამდე „ბალენსიაგას“ ქართველმა კრეატიულმა დიზაინერმა DHL-ის სიმბოლო აქცია ტრენდად.