სლოგანი "მოდურად, მაგრამ არა ძვირადღირებულად" ჰოლივუდის ვარსკვლავების მისწრაფება გახდა. მათ გარდერობებში თავისუფლად თანაარსებობენ H&M, Zara და Topshop - "შანელთან" და "დიორთან" ერთად. ცნობილი ქალბატონები იდეალურად ახამებენ შედარებით იაფფასიან ბრენდებს ძვირადღირებულთან და მსგავსი იმიჯით წვეულებებსაც თამამად ესწრებიან. ჩვენ უკვე ვნახეთ რომელ იაფფასიან ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას ქეით მილდტონი, ახლა ვნახოთ ვინ იცვამს მის მსგავსად.
სარა ჯესიკა პარკერი
სარას ყველაფერი უხდება: Sex and the city-ის ცნობილი კაბები თუ წვეულებებზე წარმოდგენილი ექსტრავაგანტური სამოსი. მაგალითად, 2015 წლის Met Gala-ზე მსახიობი ფენიქსის ჩიტის იმიჯით წარსდგა, რომელიც ბრენდ H&M-თან ერთად შექმნა:
სელენა გომესი
"ინსტაგრამის" ყველაზე პოპულარული გოგონა დიდი ჰონორარების მიუხედავად, უპირატესობას დაბალფასიან ბრენდებს ანიჭებს. მომღერლის გარდერობში ბევრი H&M-სა და Topshop-ის სამოსია:
ჯიჯი ჰადიდი
თითოეული ჯიჯის გამოჩენა ნამდვილად ყურადღების ღირსია. მოდელი გიჟდება ASOS-ის მაისურებზე, Topshop-ის ჯინსებზე და H&M-ის ფეხსაცმელზე. ერთ-ერთი ბოლო გამოჩენისას მხოლოდ 40 დოლარიანი ფეხსაცმელები ეცვა:
ბიონსე
მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისას "გუჩის" სამოსით ხშირად მოგვევლინა, მომღერალი მასიურ ბრენდებზე გიჟდება. Topshop-ის ჯინსებს იდეალურად თვლის და Ego-ს ფეხსაცმელებს აღმერთებს, რომელთა ფასიც 30 $-ის გარშემო მერყეობს:
მიშელ ობამა
აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი "ვერსაჩესთან" ერთად დემოკრატიულ ბრენდებსაც მიმართავს. ერთ-ერთ შოუზე H&M-ის კაბით გამოცხადდა, პოლიტიკურ შეხვედრაზე კი Zara ემოსა:
ჯესიკა ალბა
ჯესიკა ალბაც დიდი სიამოვნებით აკითხავს მასიური ბრენდების მაღაზიებს. ხშირად იწონებს თავს H&M-ის ფერადი კოსტიუმებით.
ივანკა ტრამპი
ცოტა ხნის წინ, ივანკა ვიქტორია ბექჰემის კაბაში დააფიქსირეს, რომელიც დიზაინერმა ჰიპერმარკეტ Target-სთვის შექმნა. მისი ღირებულება 35 დოლარი იყო. გოგონა ამ მაღაზიის დიდი გულშემატკივარია.