ივანკა ტრამპი შესანიშნავი სტილით გამოირჩევა და ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ქალიშვილს ტანსაცმელზე შეზღუდვა არ აქვს, დემოკრატიულ ბრენდებსაც თავისუფლად ირგებს. ამჯერად მან შავი კაბა მოირგო ყვავილოვანი დეტალით, რომელიც ვიქტორია ბექჰემის კოლექციიდანაა Target-ის ქსელისთვის. კაბის ღირებულება მხოლოდ და მხოლოდ 35 დოლარია.