გუშინ ღამით, ნიუ-იორკში მოდის პრესტიჟული დაჯილდოვება CFDA Awards გაიმართა, სადაც დიზაინერებს უკვე ოფიციალურად გადაეცათ წლის ჯილდო. Calvin Klein-ის კრეატიული დირექტორი რაფ საიმონსი ორი მთავარი პრიზის ლაურეატი გახდა-ის საუკეთესო დიზაინერად დასახელდა როგორც ქალის, ისე მამაკაცის სამოსისთვის.
ცოტა ხნის წინ, დემნამ განაცხადა, რომ საკუთარი ბრენდის ჩვენებებს აღარ გამართავს. გუშინდელ დაჯილდოვებაზე საუკეთესო საერთაშორისო დიზაინერის წოდებისთვის სპეციალური ქანდაკება გადაეცა.
"გვინდოდა დაგვეჯილდოვებინა ისინი, ვინც სასიამოვნო ცვლილებები შემატა ჩვენს ინდუსტრიასა და საზოგადოებას. დიდი პატივია დემნა გვასალიასა და რიკ ოუენსის დაჯილდოება, ისინი ხომ თანამედროვე დიზაინერების მნიშვნელოვანი ტალღა არიან."
დემნა გავსალია: "ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემი უდიდესი მოტივაციაა, მაგრამ პანიკური შიშის შეტევებს ვგრძნობ. ბავშვობაში, საბავშვო ბაღში ერთადერთი ვიყავი ვინც გარბოდა მაშინ, როცა ხალხის წინაშე უნდა გამოსულიყო."
დაჯილდოვებაზე მისული სტუმრები:
ნიკოლ კიდმანი "ოსკარ დე ლა რენტას" კაბით
ჰეილი ბოლდუინი
ადრიანა ლიმა და დონა კარანი
ბელა ჰადიდი
სარა სამპაიო
ჯიჯი ჰადიდი
კარლი კლოსი
ელზა ჰოსკი
ჰეიდი კლუმი