ცოტა ხნის წინ, დემნა გვასალიამ თავისი ბრენდის Vetements-ის ოფისი პარიზიდან ციურიხში გადაიტანა. ახლა კი გადაწყვიტა ტრადიციულ ჩვენებებზე საერთოდ უარი თქვას.
"ძალიან მომწყინდა. ცხოვრება ახალი თავიდან უნდა დავიწყო. მოდური ჩვენებები ეფექტური ინსტრუმენტი არაა. ჩვენ ჩვენებები გავმართეთ სექს-კლუბში, რესტორანსა და ეკლესიაში. ჩვენ გადავიტანეთ სეზონები. კაცისა და ქალის კოლექციები ერთდროულად ვაჩვენეთ. ეს მობეზრებას იწვევს. მხოლოდ მაშინ გავაკეთებთ რაიმეს, როცა შესაფერისი დრო მოვა. სიურპრიზი გელით."
Vetements-ის კოლექციები ყოველ სეზონზე ძველებურად გამოვა, უბრალოდ შოუ არ გაიმართება. Balenciaga-ს ჩვენებები კი რა თქმა უნდა გრძელდება.