მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში Boss-ის ახალი 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება გაიმართა. დიზაინერმა ახალი კოლექცია წითელ, ყავისფერ და იისფერ ფერებში წარადგინა. ჩვენებაზე ჯიჯი ჰადიდი და ირინა შეიკი გამოვიდნენ. როგორც იცით, მილანის მოდის კვირეული განრიგი 18-24 თებერვალი იყო, თუმცა გასულ ღამეს "ჯორჯო არმანის" ახალი კოლექციის ჩვენება კორონავირუსისგან უსაფრთხოების მიზნით გაუქმდა. მოდელების მოდის დედაქალაქს ეტაპობრივად ტოვებენ, მილანში ვირუსის უკვე 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.