მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში 23 თებერვალს "ჯორჯო არმანის" 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია უნდა წარედგინა. დიზაინერმა გადაწყვიტა, ხალხის უსაფრთხოებისთვის ჩვენება გაეუქმებინა და შოუ ცარილ თეატრში სტუმრების გარეშე მოაწყო. მილანის მახლობლად ვირუსის უკვე 54 შემთხვევა დაფიქსირდა. მსგავსი საღამო ბრენდის ისტორიაში პირველია, როდესაც 45 წლის დიზაინერმა ჩვენება გააუქმა და ახალი კოლექცია მაყურებლის გარეშე წარადგინა.