23 წლის ამერიკელი მოდელი - ბელა ჰადიდი კვლავ Daily Mail-ის გამომწერების მსხვერპლია. ცნობილი ლამაზმანი ამჯერად Dior-ის უახლესი კოლექციის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობს და უალამაზეს ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ბრენდის საკულტოდ ქცეულ კოსმეტიკას ირგებს.
თუმცა მისი მომხიბვლელი ვიზუალის გარდა, საზოგადოების ნაწილმა ბელას სახის ნაკვთებზე გააკეთა აქცენტი და პლასტიკურ ქირურგიაზე კიდევ ერთხელ მიუთითა მიუხედავად იმისა, რომ მოდელი ამას კატეგორიულად უარყოფს.
"ამდენი ოპერაციის შემდეგ, ის ტრანსგენდერს დაემსგავსა," - დაწერა ერთ-ერთმა მათაგნმა.