22 წლის ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი მოდის სამყაროში დიდი პოპულარობით სარგებლობს, შესაბამისად, მას ყოველ დღე სხვადასხვა ჟურნალის გარეკანზე ვხედავთ. ამჯერად ბელამ ესპანური Vogue-ის ივნისის ნომრის ყდა დაამშვენა! ფოტოსესიის კადრებში ახალგაზრდა ვარსკვლავი, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ გამოიყურება!
ტოპ-მოდელმა ფოტოსესიითვის სხვადასხვა ცნობილი ბრენდის საცურაო კოსტიუმები და საზაფხულო სამოსი მოიხდინა, მათ შორის არის - Burberry, Massimo Dutti, Dior და Fendi.
ბელას ჩაცმულობაზე სტილისტმა ვიტო კასტელომ იზრუნა, ჟურნალის ახალი ნომრისთვის განკუთვნილი შთამბეჭდავი კადრები კი ცნობილ ფოტოგრაფს, ზოუი გროსმანს ეკუთვნის.
ფოტოსესიისთვის მორგებული საცურაო კოსტიუმების დახმარებით სუპერმოდელმა უნაკლო სხეულის დემონსტრაცია კიდევ უფრო კარგად მოახდინა.
ჟურნალის ახალი ნომრისთვის, როგორც ყოველთვის, ფოტოების გარდა, ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომელშიც რაღა თქმა უნდა ივნისის თვის გამოცემის მთავარი გმირი, ულამაზესი ბელა ჰადიდი პოზირებს.