მოდის ინდუსტრიის ორი კაშკაშა ვარსკვლავი, ირინა შეიკი და ბელა ჰადიდი ყველასათვის საყვარელი და ცნობილი ბრენდის Versace-ს სარეკლამო რგოლს კიდევ ერთხელ ამშვენებენ. Versace-ს ახალ სარეკლამო კამპანიაში სხვა მოდელებთან ერთად ულამაზესი ტოპ-მოდელებიც მოხვდნენ, რომლებიც როგორც ყოველთვის, ფანტასტიურ ფორმაში არიან და ამჯერად ბრენდის სათვალეების ახალ კოლექციას წარმოგვიდგენენ.
სარეკლამო კლიპში 33 წლის სუპერმოდელს ბრენდის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციის კაბაშია გამოწყობილი, რომელიც ულამაზესი საყურით, ყელსაბამითა და თავსაფარითაა გაფორმებული.
მოკლემეტრაჟიან რეკლამას კი ფონად კვლავ კლასიკური მუსიკა ადევს, ისევე როგორც Versace-ს ბოლო დროს გამოსულ სხვა სარეკლამო რგოლებს. თუმცა წინა რეკლამებისგან განსხვავებით ამჯერად აქცენტი ბრენდის სათვალეების ახალ კოლექციაზეა გაკეთებული.
ბრენდის უკანასკნელ სარეკლამო რგოლებში ირინა შეიკის გარდა კიდევ ერთი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ვიხილეთ. Versace-ს ახალი კოლექციის სათვალეები მანაც მოირგო და შესაბამისად კიდევ ერთ სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ირინასგან განსხვავებით, ბელა სარეკლამო რგოლში მარტო არაა, მან ახალგაზრდა ბრაზილიელ მოდელთან ჟოაო კნორთან ერთად იპოზიორა.
მოდელებმა ბრენდის ახალი კოლექციის ორიგინალური მზის სათვალეები მოიხდინეს.