Met Gala-ს ღონისძიების წარმატებულად ჩატარების შემდეგ, პრიანკა ჩოპრა და ამერიკელი მომღერალი ნიკ ჯონასი ახალშეუღლებულ წყვილთან ერთად, სოფი ტერნერთან და ჯო ჯონასთან ერთად ერთობლივ პაემანზე იყვნენ. ოთხეული ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს, როდესაც ისინი Beetle Juice-ის შოუზე მიემართებოდნენ. პაპარაცების ყურადღება ყველაზე მეტად პრიანკა ჩოპრამ და მისმა ელეგანტურმა ჩაცმულობამ მიიპყრო, რომლის ავტორიც ქართველი დიზაინერი აკა ნანიტაშვილია.
36 წლის მსახიობმა ოჯახური საღამოსთვის ქართული ბრენდის, AKA NANITA-ს იისფერი კაბა მოირგო, რომელიც მის გარეგნობასა და სხეულს ძალიან მოუხდა.
პრიანკას მიერ მოხდენილი კაბა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა ხელმისაწვდომი და მისი ფასი 500 დოლარს შეადგენს.
ვარსკვლავმა დახვეწილ ჩაცმულობას ოქროსფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ზოლებიანი რეტრო სტილის ჩანთა შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც მსახიობი ქართული წარმოების სამოსს იხდენს. მან სულ ცოტა ხნის წინ, ქართული ბრენდის Eloshi-ს სამოსიც მოირგო.