ბოლო დროს ქართველი დიზაინერები არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ქართული წარმოების სამოსი თუ აქსესუარები უკვე არაერთმა ცნობილმა მოდელმა, მსახიობმა თუ მომღერალმა მოიხდინა, რაც ძალიან დიდი წინსვლისა და წარმატების ნიშანია. ამჯერად პაპარაცების ობიექტივში ქართველი დიზაინერის მიერ შექმნილ სამოსში 36 წლის ცნობილი მსახიობი პრიანკა ჩოპრა მოხვდა.
პრიანკა მეუღლესთან ერთად ჰოლივუდის ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ რესტორანში ოჯახურ ვახშამზე იყო, რომლისთვისაც მან ქართველი დიზაინერის ლელა ელოშვილის 280 დოლარის ღირებულების ზედა და ამავე ნაჭრისა და სტილის 210 დოლარიანი ქვედაბოლო მოიხდინა. ამ სამოსის ყიდვა Eloshi-ს ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.
მსახიობმა Eloshi-ს ჩაცმულობას სეზონის ყველაზე მოდური სტილის დაბალყელიანი ჩექმა და შავი ჩანთა შეუხამა.
ოჯახური შეკრებისთვის პრიანკას ჩაცმულობაზე სტილისტმა მიმი კატრელმა იზრუნა.