ქართველი დიზაინერები დღითი დღე უფრო და უფრო პოპულარულები ხდებიან საქართველოს მასშტაბით, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში. ამ ყველაფერს კი ცნობილი მოდელები, მსახიობები და მომღერლები ადასტურებენ, რომლებიც მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ქართული წარმოების სამოსსა თუ აქსესუარებს ირჩევენ. ქართული ბრენდების მოყვარული ცნობილი ადამიანების სიაში კარდაშიანების ოჯახის წევრები ხშირად ფიგურირებენ და ამჯერადაც სწორედ ამ ოჯახის ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა და წარმატებულმა წევრმა, 21 წლის კაილი ჯენერმა დევიდ კომას სამოსი მოიხდინა.
მოდელი უახლოესი მეგობრის, აირის პალმერის დაბადების დღის Pre Party-ზე იმყოფებოდა და ქართველი დიზაინერის სამოსიც სწორედ ამ ღონისძიებისთვის მოიხდინა.
მეგობრის წვეულებისთვის კაილიმ წითელი იმიჯი მოიხდინა, რომელიც David Koma-ს 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონის კოლექციის 1015 დოლარიან წითელ ატლასის ზედას, ამავე ფერის ტყავის შარვალსა და ფეხსაცმელს მოიცავდა.
ახალგაზრდა ბიზნესმენმა ჩაცმულობას ვერცხლისფერი საყურე და ტუჩსაცხის ფორმის ბრჭყვიალა ქლაჩი შეუხამა.