ყველასათვის კარგად ცნობილი ამერიკელი მოდელი ემილი რატაკოვსკი, რომელიც თეთრეულის, საცურაო კოსტიუმებისა და სამოსის ბრენდის Inamorata-ს დამფუძნებელია, სოციალურ ქსელში ძალიან აქტიურია და გულშემატკივრებს საკუთარი ფოტოებით, რომლებშიც ხანდახან შიშველიცაა, ხშირად ანებივრებს. გარდა ამისა ყოველთვის როდესაც მისი ბრენდი ახალ ხაზსა თუ კოლექციას უშვებს, ის პროდუქციას პირადად წარმოგვიდგენს და სარეკლამო ფოტოსესიაში პირველ რიგში თავად მონაწილეობს. შესაბამისად ახალი კოლექციის გამოსვლასთან ერთად მოდელმა ახალი კოლექციის სამოსი მოიხდინა და სარეკლამო რგოლისთვისაც იპოზიორა.
27 წლის სუპერმოდელი როგორც ყოველთვის ძალიან გამომწვევად გამოიყურება, ბრენდის ახალი კოლექციის სამოსი კი მისი სხეულის იდეალურობას კარგად აჩენს და უსვამს ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის დაარსებისას მოდელს ჩაფიქრებული მხოლოდ საცურაო კოსტიუმების გამოშვება ჰქონდა, მოგვიანებით პროდუქციაში მრავალფეროვნების შეტანა გადაწყვიტა და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქციის ფასები არასდროსაა განსაკუთრებულად ძვირი და მეტნაკლებად ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. ამჯერადაც ზედებისა და ქვედაბოლოების ფასები 28-სა და 42 დოლარს შორის მერყეობს და მათი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
რაღა თქმა უნდა როგორც მოდელს სჩვევია ნახევრად შიშველ ფორმაში ამ ფოტოსესიისთვისაც იპოზიორა.
და სწორედ ეს ფოტოები სოციალური ქსელის მეშვეობით გულშემატკივრებსაც გაუზიარა.
სამწუხაროდ კოლექციის სარეკლამო ვიდეო რგოლი ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა, თუმცა მისი ნაწყვეტი, რომელშიც ულამაზესი მოდელი მონაწილეობს შეგიძლიათ აქვე იხილოთ.