მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა მოდელი საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა, ის მაინც აქტიურადაა ჩართული საკუთარი ბრენდის პიარში და კვლავ გვიზიარებს ფოტოებს, რომლებშიც საკმაოდ ვნებიანად გამოიყურება. ემილის ბრენდი Inamorata გარდა საცურაო კოსტიუმებისა, ქალბატონებისთვის განკუთვნილ ღამის პერანგებსა და თეთრეულსაც უშვებს, ამ ხაზის ახალი კოლექციის ფოტოსესიაში კი სწორედ მისმა ავტორმა იპოზიორა.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის დაარსებისას მოდელს ჩაფიქრებული მხოლოდ საცურაო კოსტიუმების გამოშვება ჰქონდა, თუმცაღა შემდეგ პროდუქციაში მრავალფეროვნების შეტანა გადაწყვიტა და მომხარებლებს კიდევ უფრო დიდი არჩევანი შესთავაზა.
Inamorata-ს ფასები საკმაოდ დემოკრატიულია, ბრენდის ოფიციალურ საიტზე განთავსებული პროდუქციის ფასი 45სა და 55 დოლარს შორის მერყეობს.
27 წლის სუპერმოდელი ყოველი კოლექციის სარეკლამო რგოლში პირადად მონაწილეობს, როგორც ჩანს ფოტოგრაფებისთვის მასზე უკეთესი სხეულის მქონე მოდელის პოვნა ძალიან უჭირთ ან უბრალოდ არც სჭირდებათ.