ბელა ჰადიდი ამჯერად ამერიკული Vogue-ისთვის პოზირებს და ახალი ფოტოსესიისთვის რამდენიმე განსხვავებულ იმიჯს ირგებს, რომლებითაც 22 წლის მოდელი კიდევ უფრო თვალისმომჭრელად გამოიყურება.
როგორც ბელას მიერ გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, გადაღება კალიფორნიაში მიმდინარეობდა.
მის უახლეს კადრებს სოციალურ ქსელებში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
კომენტარების ველში ნახავთ ისეთი ვარსკვლავების მიერ დაწერილ დადებით შეფასებებს, როგორიც თუნდაც ემილი რატაკოვსკი და მოდელის უმცროსი ძმა - ანვარ ჰადიდია.