ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა ბრიტანელმა მოდელმა ნაომი კემპბელმა იაპონური Vogue-ის 2019 წლის ივნისის ნომრის ყდისთვის იპოზიორა. ფოტოსესია ნაომის და ცნობილი ფოტოგრაფების ლუიჯისა და ლანგოს ერთობლივი მონაწილეობით შედგა. ლუიჯი მურენუ და იანგო მსოფლიო დონის ფოტოგრაფები არიან და სულ ცოტა ხნის წინ ესპანური Vogue-ისთვის პენელოპა კრუზი, ხოლო რუსული Vogue-ისთვის ქენდალ ჯენერი გადაიღეს.
თვალისმომჭრელმა ნაომიმ ფოტოსესიისთვის სხვადასხვა მაღალი დონის მოდის სახლების სამოსი მოირგო, მათ შორის Dolce & Gabbana-ს კაბა და ფეხსაცმელიც მოხვდა.
ერთ-ერთ კადრში კი ნაომი Burberry-ს ულამაზეს მოსაცმელში პოზირებს.
მოდელმა გადაღებებისთვის ისევე როგორც სადა, ასევე კლასიკური და დახვეწილი სტილის სამოსი მოიხდინა.
მოდელის მიერ მორგებულ ბრენდებს შორის Chanel-იც მოხვდა, რომლის თეთრი პერანგი და ქამარი ნაომის ულამაზეს გარეგნობასა და სხეულს ძალიან მოუხდა.