სულ რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ახალი სიმღერა "Medicine" გამოუშვა, რომლის ვიდეოკლიპიც სულ რაღაც 24 საათის წინ Youtube-ის მეშვეობით გავრცელდა და ათასობით "ლაიქი" მოიპოვა. ყველასათვის საყვარელ 49 წლის ჯენიფერ ლოპესს ამ სიმღერის კლიპის ერთ-ერთ მონაკვეთში ქართველი დიზაინერის, დევიდ კომას მიერ შექმნილი კაბა აცვია, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. თუმცა როგორც გამოიკვეთა მომღერლის ახალ ვიდეოკლიპში ქართული წარმოების სამოსი და აქსესუარები მხოლოდ მას არ მოუხდენია.
თვლებით გაფორმებულ კაბას ჯენიფერმა Philip Plein-ის ფეხსაცმელი შეუხამა, რომელიც კაბის სტილს არაჩვეულებრივად ერწყმის.
კლიპში მონაწილე მოდელმა კი ქართველი დიზაინერის, ნათია ხუციშვილის მიერ შექმნილი საყურე მოიხდინა, რომელიც მის ჩაცმულობასთან ბრწყინვალედაა შეხამებული.
ვიდეოკლიპის კიდევ ერთი მონაწილე კი ასევე ქართველი დიზაინერის, აკა ნანიტაშვილის კაბაშია წარმოდგენილი, რომელიც კლიპის ფერებსა და სტილში იდეალურად ჯდება.
როგორც ცნობილია კლიპისთვის შერჩეული ქართული სამოსი და აქსესუარები ამერიკელი სტილისტის რაფაელ ლინარესის მიერაა შერჩეული.