49 წლის ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავე - ჯენიფერ ლოპესი აგრძელებს გულშემატკივრებისთვის იმავე დონის პროდუქტის მიწოდებას, რომლითაც მან თავი ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან შეგვაყვარა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავის ცხოვრება ახლა პირადი ურთიერთობებით გამოწვეული სიხარულითაა გაჯერებული და ის სულ მალე იქორწინებს, მაინც ახერხებს რომ დრო საკუთარ პროფესიასაც საკმარისი დოზით დაუთმოს.
ჯენიფერ ლოპესი საქმროსთან - ალექს როდრიგესთან ერთად
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტსივრცეში მისი ახალი სიმღერის "Medicine-ის" აუდივერსია გამოქვეყნა, დღეს კი, სულ რამდენიმე საათის წინ, მან უკვე მზა ვიდეოკლიპიც შემოგვთავაზა, რომელიც ასეთ მოკლე დროში უკვე ათასობით ადამიანმა ნახა.
როგორც ვიდეოდან ჩანს, მომღერალი საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება და ამას მის მუდამ სექსუალურ ჩაცმულობას უნდა ვუმადლოდეთ.
კლიპის გამოსვლიდან მალევე, სოციალურ ქსელებში ჯენიფერის ჩაცმულობაზე ალაპარაკდნენ, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტად ფანები მისმა შავმა კაბამ აღაფრთოვანა, რომელიც თვლებით გახლავთ გაფორმებული.
ქართველი გულშემატკივრისთვის ალბათ ორმაგად სასიხარულოა ფაქტი, რომ აღნიშნული დიზაინი დევიდ კომას ეკუთვნის.
კომას დახვეწილ კაბას მომღერალმა Philip Plein-ის ფეხსაცმელი შეუხამა, რომლის დიზაინიც იდეალურად ერწყმოდა კაბის გაფორმებას.