თუკი იფიქრეთ, რომ მარკ ჯეიკობსის ქორწილში ემილი რატაკოვსკი პროვოკაციულად გამოიყურებოდა, თქვენ ჯერ კიდევ არ გინახავთ მისი საგაზაფხულო იმიჯი, რომელიც მან მეუღლესთან ერთად სეირნობისას მოიხდინა. 27 წლის მოდელი ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბან სოჰოში შენიშნეს. ემილი როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, შერჩეული ჩაცმულობა კი მისი იდეალური ტანის დემოსტრაციას ახდენდა.
მეგობრებსა და მეუღლესთან ერთად შაბათი დღის გასატარებლად სუპერმოდელმა Miaou-ს 150 ფუნტის ღირებულების ნარინჯისფერი სპორტული "ტოპი" და ამავე ფერის მომდგარი ქვედაბოლო შეარჩია.
გაზაფხულისთვის აქტუალურ ფერში გაწყობილ სამოსს კი თეთრი სადა სტილის სპორტული ფეხსაცმელი შეუხამა.
სწორედ ზემოთხსენებულ ქორწილში, რომლის ერთ-ერთი ყველაზე გემოვნებიანი სტუმარიც ემილი რატაკოვსკი აღმოჩნდა, მან ძალიან კარგი დრო გაატარა და ამას მის მიერ გაზიარებული კადრებიც მოწმობს, რომელშიც ის საკმაოდ გამომწვევად ეცეკვება მეგობარ ნიკ ბრაუნს.
მოდელმა ულამაზეს ყვითელ კაბაში გადაღებული ფოტოებიც გაგვიზიარა, რომელმაც არამხოლოდ გულშემატკივრებზე, არამედ ქორწილის სტუმრებზეც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.