23 წლის მოდელი ჯიჯი ჰადიდი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან როგორიცაა Marc Jacobs, Prada და Chanel, ამას გარდა, ის უკვე ორი წელია UNICEF-ის ელჩად მუშაობს, სადაც საქველმოქმედო საქმეებითაა დაკავებული. ახალგაზრდა სუპერმოდელი ამერიკული გამოცემა Variety-ს ერთ-ერთი ლაურეატი გახდა, მიიღო Power of Women-ის ჯილდო და გამართულ ღონისძიებაზე სიტყვითაც წარსდგა, სადაც ისაუბრა UNICEF-ის ორგანიზაციაზე, საკუთარ ვიზიტზე ბანგლადეშში, სოციალურ მედიასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
სუპერმოდელს უმცროს დასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს, შესაბამისად ამ ღირსშესანიშნავ მომენტში მისი გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაზეც მან საჯაროდაც ისაუბრა. "დიდი მადლობა იმ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველ დღე გამოხატავ ჩემთან მიმართებაში!"-მიმართა ჯიჯიმ ბელას.
ბელას გარდა ჯიჯის მხარდასაჭერად ღონისძიებას მისი ნახევარდები 33 წლის ალანა და 38 წლის მარიელაც დაესწრნენ.
ოფიციალური ღონისძიებისთვის ჯიჯიმ Emilia Wickstead-ის ღია ცისფერი სამოსი შეარჩია, ბელამ კი Rosetta Getty-ს ყავისფერი ტყავის პიჯაკი და შარვალი მოიხდინა.