33 წლის ირინა შეიკისა და Jean Paul Gaultier-ს თანამშრომლობაზე საზოგადოება პირველად სულ რამდენიმე თვის წინ ალაპარაკდა, როდესაც სუპერმოდელი ცნობილი ფრანგული ბრენდის პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებას ესტუმრა. ახლა კი ირკვევა, რომ მოდელი Jean Paul Gaultier-ს ახალი არომატის Scandal A Paris-ს სახე გახდა, რომლის სარეკლამო ფოტოსესიაც სწორედ მისი მონაწილეობით გაიმართა.
ბრენდის ახალი არომატი ჟასმინის, თაფლისა და მსხლის სურნელითაა გაჯერებული, რომელიც გაზაფხულის ტკბილ არომატს მოგაგონებთ.
სარეკლამო გადაღებები რაღა თქმა უნდა პარიზში ჩატარდა, სადაც ირინამ შავ მოკლე კაბაში, ფრანგული სახურავებისა და რაც მთავარია პარიზის მთავარი სიმბოლოს, ეიფელის კოშკის ფონზე იპოზიორა.