33 წლის ცნობილი სუპერმოდელი - ირინა შეიკი აგრძელებს საზოგადოების გაოცებას. მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ამჯერად ჯინსის განსხვავებული სტილის სამოსით Jean Paul Gaultier-ის მოდურ ჩვენებას დაესწრო.
რა თქმა უნდა, ირინას გამოჩენა ნებისმიერ ღონისძიებას გამორჩეულ იერს ჰმატებს, ხოლო ისეთი შემთხვევები კი, როცა ის ამგვარ განსხვავებულ იმიჯს ირგებს, კიდევ უფრო მეტი ტაბლოიდის ყურადღებას იქცევს.
შარვალი, რომლის უცნაური დიზაინიც მოდელის ფიგურას კიდევ უფრო იდეალურად აჩენს, ჯერჯერობით არცთუ ისე აქტუალურია, მაგრამ საფუძვლიანად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მსგავსი შარვლები 2019 წლის კიდევ ერთი მოდური ტრენდი გახდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ირინა შეიკმა კიდევ ერთ ექსპერიმენტს მიმართა და უარი თქვა მოკლე თმაზეც, რომლითაც ბოლოს სულ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ.