მსოფლიო მოდის სამყაროში, ერთ ერთი ყველაზე ტრენდული მოდელი ბელა ჰადიდი ნიუ-იორკის ქუჩებში ლეოპარდის პრინტიანი ქურთუკით, Michael Kors-ის ჩანთით და 90-იანი წლების რეტრო სტილის განიერი შარვლით გამოჩნდა.
ბელამ ბოლოს LOVE MAGAZINE-თან ერთად შესანიშნავი პროექტი განახორციელა და ვიდეორგოლიც გადაიღო, რომელიც 50-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი. მოდელმა ამ გარდასახვას არაჩვეულებრივად გაართვა თავი, მისი ამოცნობა თითქმის შეუძლებელია.