ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სამოსი ისევე როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი ცნობილ სახეებს შორის, რომლებიც დემნას დიდი გულშემატკივრები არიან. სულ ახლახანს მისმა საკუთარმა ბრენდმა "Vetements"-მა ახალი, 2019 წლის გაზაფხულის კოლექცია გამოუშვა, რომელიც როგორც ყოველთვის ორიგინალური სამოსისგან შედგება. ცნობილმა რეპერმა Lil Wayne-მა სწორედ ამ კოლექციის ყველაზე გამორჩეული მოსაცმელი მოიხდინა.
ამერიკელი რეპერი დემნას სამოსით Pot of Gold-ის მუსიკალურ ფესტივალზე გამოჩნდა, რომელიც ყოველწლიურად არიზონას შტატში იმართება.
"Vetements"-ის ამ უცხო მოსაცმლის ღირებულება 2035 ფუნტს შეადგენს, მისი ყიდვა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.