#OK! სექსუალური ბელა ჰადიდი LOVE MAGAZINE-ის ახალ პროექტში (ვიდეო)
14:59 / 13.03.2019
ახალგაზრდა ამერიკელი ფოტოგრაფი ალანა ო'ჰერლიჰი ცნობილი სუპერმოდელის, ბელა ჰადიდის უახლოესი მეგობარია, მან მოდელი LOVE MAGAZINE-ისთვის მომზადებულ ახალ ვიდეორგოლში გადაიღო, რომელიც 50-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი.
ბელამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის როკ-ენ-როლის სხვადასხვა ვარსკვლავის სტილი მოირგო.
"მოდის ინდუსტრიაში მოღვაწეობა ორივემ ერთდროულად დავიწყეთ. თითქოს ვიცოდით, რომ პოტენციალი გვქონდა, თუმცა ძალიან ვღელავდით, რადგან ამ ბიზნესის არაფერი გაგვეგებოდა. მაგარია, როდესაც იმ ადამიანების დახმარებით ვისაც შენი სჯეროდა, რაღაცას მიაღწევ. მე ბავშვობიდან ასე მჯეროდა შენ - ალანა შენ ამას შეძლებ! შენ ხარ მსოფლიოს ყველაზე მაგარი ფოტოგრაფი!" - ყვება ბელა ჰადიდი.