35 წლის ამერიკელი მსახიობი მილა კუნისი რამდენიმე საათის წინ ლოს-ანჯელესში გამართულ პრემიერას დაესწრო. ღონისძიებისთვის, რომელიც Wonder Park-ის ანიმაციურ ფილმს ეძღვნებოდა, მილამ შესანიშნავ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი მოირგო და გულშემატკივარი კიდევ ერთხელ სასიამოვნოდ გააოცა.
ანიმაციურ ფილმში ერთ-ერთ მთავარ გმირს - გრეტას სწორედ მილა ახმოვანებს, შესაბამისად, პრემიერაზე მისი გამოჩენა არავის გაჰკვირვებია.
როგორც გაირკვა, შავი შარვალი და ვარდისფერი ზედა, რომლიც ვერცხლისფერი ელემენტებით იყო გაფორმებული, ქართველი დიზაინერის - დავით კომახიძის ბრენდის გახლდათ.
აღნიშნული სამოსი KOMA-ს ბრენდის 2019 წლის კოლექციიდანაა და მილა პირველია ცნობილ ვარსკვლავებს შორის, რომელმაც ის მოირგო.
შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მილამ სწორედ კომახიძის მიერ შექმნილ სამოსზე გააკეთა არჩევანი. KOMA-ს დახვეწილი კაბით ის გასულ წელსაც გამოჩნდა, როცა ლას-ვეგასში გამართულ ბილბორდის მუსიკალურ დაჯილდოებას ესწრებოდა.