8 მარტს სასექსის ჰერცოგინიამ გულშემატკივარი კიდევ ერთხელ გაახარა, როცა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ შეხვედრას დაესწრო. სოციალურ ქსელებში მეგან მარკლის ფოტოები, რა თქმა უნდა, გამოჩენისთანავე გავრცელდა.
შეხვედრისთვის ორსულმა ჰერცოგინიამ Alexander McQueen-ის ძვირდაღირებული პიჯაკი და Reiss-ის ბრენდის მოკლე კაბა შეარჩი, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
საქმე იმაშია, რომ სამეფო ოჯახის წევრი ქალბატონებისთვის მოკლე ქვედაბოლოების ტარება პროტოკოლის დარღვევად ითვლება, თუმცა ჰერცოგინიის ფანებმა მის დასაცავად გაიხსენეს ქეითის საორსულე ლუქებიც, როგორც აღმოჩნდა მათ შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა.
როგორც ჩანს კაბების სიგრძე თითქმის თანაბარია, თუმცა რატომღაც მაშინ კემბრიჯის ჰერცოგინიის ამ ჩაცმულობას მსგავსი გამოხმაურება არ მოჰყოლია.
იმის დასამტკიცებლად, რომ საზოგადოება ხშირად სასექსის ჰერცოგინიას უფრო მკაცრად აკრიტიკებს, ვიდრე ქეით მიდლტონს, გულშემატკივრები შემდეგ ფოტოებსაც აქვეყნებენ: