მიუხედავად ფეხმძიმობისა, ახალგაზრდა ჰერცოგინია მაინც აქტიურადაა ჩართული მნიშვნელოვან მოვლენებსა და ღონისძიებებში. ამჯერად მეგანი ქალთა საერთაშორისო დღისთვის მოწყობილ შეხვედრაზე იყო, რომლისთვისაც საკმაოდ პროვოკაციული სამოსიც მოირგო.
მეგანი საზოგადოების კრიტიკის ქარ-ცეცხლში აქამდეც არერთხელ მოხვედრილა, რისი მიზეზიც ხშირად პროტოკოლის დარღვევა ყოფილა. ამჯერადაც, მან ქალთა დღის ღონისძიებისთვის 185 ფუნტის ღირებულების Reiss -ის საკმაოდ მოკლე კაბა შეარჩია, რომელსაც 1245 ფუნტიანი Alexander McQueen-ის მოსაცმელი შეუხამა.
დღევანდელი დღე მეგან მარკლისთვის გამორჩეული იყო, ის The Queen's Trust-ის ვიცე პრეზიდენტად გამოაცხადეს. სასექსის ჰერცოგინია ღონისძიებაზე, მომღერალ ენი ლენოქსთან, მოდელ ადვოა აბოასთან და ავსტრალიის პრემიერ მინისტრ ჯულია გილარდთან ერთად იყო.
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა და ჰერცოგინიამ ჩვეული იუმორითაც გაახალისა საზოგადოება, "მუცელში ჩემი შვილის მოძრაობა მის ფემინისტურ თანადგომას მაგრძნობინებს" - იხუმრა მან შეხვედრაზე.