საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ მოდის კვირეულს ისევე როგორც სხვა ვარსკვლავები, სუპერმოდელი ჰეილი ბოლდუინიც არ გამორჩენია, რომელიც პარიზის ქუჩებში თვალისმომჭრელი ჩაცმულობით გამოჩნდა. მოდელის მიერ მოხდენილ ლუქებს შორის ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ულამაზესი ტყავის მოსაცმელიც მოხვდა.
ტოპმოდელმა Balenciaga-ს ტყავის კლასიკური მოსაცმელი მოიხდინა, რომელსაც ამავე ბრენდის 1500 დოლარიანი ჩანთა, შავი მაღალყელიანი ჩექმა და დიდი ოქროს საყურეები შეუხამა.
აღსანიშნავია, რომ ეს ტანისსამოსი სწორედ იმ უახლესი კოლექციიდანაა, რომელიც დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე სულ ახლახანს წარმოგვიდგინა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ჰეილის Balenciaga-ს სამოსით ვხედავთ, ის ბრენდის აქტიური მომხმარებელია.